ლიბიის პრემიერ-მინისტრმა, ალი ზეიდანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ეგვიპტესთან და ტუნისთან, ხუთი დღით, საზღვრებს ჩაკეტავს. ამის შესახებ სააგენტო ფრანს-პრესი იტყობინება. პრემიერმა ამის მიზეზად განსაკუთრებული სიფრთხილე დაასახელა, რომელიც მუამარ კადაფის დამხობის 2 წლისთავთანაა დაკავშირებული. როგორც ცნობილია, რევოლუციიდან ორი წლისთავი 15 თებერვალს სრულდება.
ლიბიის მცხოვრებლები, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ. მათი აზრით, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. დაცვა გააძლიერეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შესასვლელებშიც.