12 თებერვალს, 17:00 საათზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დამფუძნებელი წევრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის დაარსების საზეიმო ცერემონიაში.
ინსტიტუტის დამფუძნებელები არიან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გერმანიის ქ.შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიზანია, საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროსა და ადმინისტრაციული სამართლის განვითარება, მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან.
მასალის გამოყენების პირობები