ევროკავშირი საქართველოს დამატებით 20 მილიონი ევროსგამოუყოფს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ხვალ, 12 თებერვალს, 16:40 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს დახმარების საფინანსო შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
მასალის გამოყენების პირობები