საქართველო-უკრაინას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ამიერიდან ქართულ-უკრაინული სავაჭრო პალატა იზრუნებს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დღეს, 11 თებერვალს, 14:00 საათზე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უკრაინელ და ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება. ქვეყნის მთავარი ფინანსისტისა და ორი ქვეყნის ბიზნესმენების შეხვედრის მთავარი მიზანი ქართულ-უკრაინული სავაჭრო პალატის დაფუძნებაა.
აღნიშნული პალატის შექმნა კი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და თავის მხრივ საქართველოში დამატებითი უკრაინული ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობა გახდება.
მასალის გამოყენების პირობები