2012 წელს, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 49,2 მლნ. ტონა შეადგინა, რაც 0,6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.
2012 წლის თორმეტ თვეში, საქართველოს ტრანსპორტის დარგების მიერ გადამუშავებულმა სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ, ჯამში 71,0 მლნ. ტონა შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, საზღვაო ტრანსპორტის მიერ გადაზიდულმა ტვირთმა 21,8 მლნ. ტონას გაუტოლდა.
2012 წელს, საქართველოს ტრანსპორტის დარგების მიერ გადამუშავებულმა სატვირთო გადაზიდვების 41% საგზაო ტრანსპორტზე მოდის, მას მოჰყვება საზღვაო ტრანსპორტი 31% და რკინიგზა 28%. საანგარიშო პერიოდში, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა 7,9 მლნ. ტონა, ხოლო ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 7,5 მლნ. ტონა ტვირთი გადაზიდა.
2012 წელს, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის მიერ 339,8 მლნ. მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 2,7%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით.
მასალის გამოყენების პირობები