საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თებერვლის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც 10 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. კვლევის მიზანი საქართველოში 2013 წლის თებერვლის ინფლაციის დონის გაანგარიშებაა.
ფასებზე დაკვირვება ფასების 19 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში მოხდება. ფასები შეგროვდება 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე.
თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 4 მარტს გამოქვეყნდება.