11 თებერვალს, 11:00 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ სრულ ინფორმაციას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მათთან დაკავშირებული ტენდერების შესახებ, გაეცნობიან ახალ, გამარტივებულ მოთხოვნებს, რომელიც ტენდერებში მონაწილეობისას უნდა დააკმაყოფილონ კომპანიებმა.
შეხვედრის მიზანია, დაინტერესებული კომპანიები მაქსიმალურად ჩაერთონ ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების პროცესში, მოიმატოს დაგეგმილ ტენდერებში კონკურენციის დონემ და უპრეცედენტოდ გამჭვირვალე გახდეს თავად ტენდერებთან და მასთან დაკავშირებული საკითხები.