,,ბიძინა ივანიშვილმა გადადგა პირველი ნაბიჯი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ" განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის' დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა პრეზიდენტის დაგეგმილი გამოსვლის კომენტირებისას.
,,ჩვენს ქვეყანას ჰყავს სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. დღეს მან გადადგა პირველი ნაბიჯი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და დღეიდან მთელს პასუხისმგებლობას ქვეყანაში  განვითარებულ მოვლენებზე    ვაკისრებთ სწორედ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს", _განაცხადა ნადირაშვილმა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავს. რაც შეეხება შს მინისტრს ნადირაშვილის განმარტებით ის მატყუარაა. 
შეგახსენებთ, რომ საჯარო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური მოხსენება ჩაიშალა