სირიიდან გავრცელებული შეტყობინების თანახმად, დამასკოსთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. თვითმხილველების თქმით, ეს გაცილებით ინტენსიური შეტაკებებია, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში.
ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, რომ მთელს ქალაქში ისმის ძლიერი სროლები. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, სირიის არმიამ, შესაძლოა, დიდი შეტევა დაიწყო.
რიგი რაიონები დამასკოს შემოგარენში, უკანასკნელი თვეების განმავლობაში მეამბოხეების მიერ იყო დაკავებული. ორი დღის წინ, სირიის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მოაზ ალ-ჰატიბმა განაცხადა, რომ მზადაა სირიის ვიცე-პრეზიდენტთან, ფარუკ შარაასთან მოლაპარაკებები გამართოს, თუ ქვეყნის პირველი პირის შეცვლაზე საუბარი დაიწყება. უფრო ადრე კი, სირიელმა ოპოზიციონერმა მზადყოფნა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მზადყოფნა გამოთქვა, თუ დაიწყებოდა საუბარი 160 ათასი სირიელი პატიმრის გათავისუფლების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები