ხვალ, 7 თებერვალს, 15:00 საათზე, თბილისის გეზ-ს, უნგრეთის ნაციონალური საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ეწვევიან. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ვიზიტის ფარგლებში, 5-8 თებერვალს, უნგრელები, ქართველი კოლეგების საქმიანობას, საგადასახადო ადმინისტრირებასა და ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ დანერგილი სერვისებს ეცნობიან. შეხვედრა თბილისის გეზ-ში, მისამართზე: ქ. თბილისის შემოსასვლელი გზის 36-ე კმ, გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მასალის გამოყენების პირობები