იტალიის მაფიასთან ბრძოლის სამმართველოს ყოველწლიურ ანგარიშში, რომლის მოცულობაც 849 გვერდს შეადგენს პირველად გამოყენებულია ტერმინი "ქართული მაფია". ამ დოკუმენტის თანახმად, იტალიის ქალაქ ბარში ამჟამად "ქუთაისურ" და "თბილისურ" კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის გარჩევები მიმდინარეობს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მაფია სრულიად ავტონომიურად და დამოუკიდებლად მოქმედებს და ადგილობრივ კრიმინალურ კლანებთან კავშირში არ არის.
იტალიელი სამართალდამცავები აღნიშნავენ საფრთხის მაღალ დონეს, რომელსაც ქართული მაფია შეიცავს და რომელიც იტალიის მთელს ტერიტორიაზე ძალიან სწრაფად ვრცელდება.
ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ იტალიის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ძალიან გაზრდილია. მაგალითაც თუ 2010 წელს იტალიის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 2.700 ადამიანს შეადგენდა ახლა მათი რაოდენობა 6.500 ადამიანამდეა გაზრდილი. მათგან კი დაახლოებით 2000 ადამიანი სწორედ ბარში ცხოვრობს. ასე, რომ ბარში მცხოვრები ქართული დიასპორა, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე დიდია ევროპაში.
იტალიელი სამართალდამცავები სწორედ ამას უკავშირებენ ქართული ორგანიზებული დანაშაულის აქტიურობის მკვეთრ ზრდას ამ ქალაქში. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ქართული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები გატარებულ იქნა რომის, ბოლონიის, ფლორენციის, რეჯო-კალაბრიის, უდინისა და მილანის პროკურატურების მიერაც. რომელთა შედეგადაც საქართველოს 70 მოქალაქე დააკავეს.
იტალიელი სამართალდამცავები აღნიშნავენ, რომ ქართველი დამნაშავეები სამხედრო ტიპის კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან. ისინი ერთმანეთთან მობილური ტელეფონების საშუალებით კონტაქტობენ თან ისეთი სწრაფი ტემპებიც ცვლიან სიმბარათებს, რომ რეალური მფლობელის დადგენა, პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამას გარდა, ქართველი კრიმინალების განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ მათ აქვთ ყალბი დოკუმენტები და ბევრი სხვა და სხვა სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი.
"ქართული მაფიის" ფენომენით დაინტერესება იტალიელი სამართალდამცავებისა კი ქალაქ ბარის ცენტში მომხდარმა მკვლელობამ განაპირობა. 2012 წლის 6 იანვარს პოლიციის განყოფილებიდან სულ რაღაც 100 მეტრში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი რევაზ ჭურაძე მოკლეს.
მკვლელობა დღისით-მზისით მოხდა. იტალიელმა სამართალდამცავებმა იმის დადგენა მოახერხეს, რომ ჭურაძე "ქუთაისელების" დაჯგუფებას მიეკუთვნებოდა.
გამოძიების ოფიციალური წინასწარი შედეგების თანახმად, ჭურაძის მკვლელობა "რუსთაველ-თბილისელების" და "ქუთაისელების" დაპირისპირების შედეგია.
თუმცა, მათივე ინფორმაციით, ჭურაძის მკვლელობის შემდეგ ინტერნეტის იტალიურ სეგმენტში სხვა და სხვა ვერსიები გაჩნდა. ერთ ერთი მათგანის მიხედვით, ეს მკვლელობა ადგილობრივი იტალიური, აპულიას რეგიონის მაფიის ნახელავი იყო. მას სხვანაირად "წმინდა გაერთიანებულ გვირგვინსაც" უწოდებენ. ხოლო რაც შეეხება მკვლელობის მოტივებს აქაც აზრთა სხვადასხვაობაა.
ერთი ვერსიით, ქართველ დამნაშავეებს სურთ უკრაინელ დამნაშავეებთან კავშირის დამყარება, იმისათვის რათა ომი გამოუცხადონ ადგილობრივ "წმინდა გაერთიანებულ გვირგვინსაც" იმისათვის რათა ხელში ჩაიგდონ აპულიის მთელი რეგიონი და ამ რეგიონის დედაქალაქი - ქალაქი ბარი, სადაც მნიშვნელოვანი პორტია.
არის კიდევ ერთი, საგანგაშო ვერსია ბარში მიმდინარე ამბებისა - მის მიხედვით, ჭურაძის მკვლელობა "იტალიელებისა" და "ქართველების" დაპირისპირების შედეგია. ისინი მშვიდობიანად ცხოვრობდნენ მანამდე ვიდრე ქართველი კრიმინალები მხოლოდ ბინების ქურდობით იყო დაკავებული და ქალაქ ბარს მხოლოდ მთელი იტალიის ტერიტორიაზე ნაქურდალის სამშობლოში გაგზავნისათვის გადამზიდავ პუნქტად იყენებდნენ.ამავე დროს ამისათვის ქართველები ადგილობრივებს ფულს უხდიდნენ. ამის დასტური კი არის ის ფაქტიც, რომ ჭურაძე პირადად ან შუამავლების მეშვეობით აკონტროლებდა დაწესებულებას რომელიც საქართველოში, უკრაინაში და რუმინეთში საფოსტო-საბაჟო გადაზიდვებით არის დაკავებული. მანამდე ვინმე ბარგი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდიოდა ეს ორივე მხარეს აწყობდა. თუმცა მალევე თითქოს იტალიაშიც წამოვიდა ტვირთის ნაკადი, უფრო კონკრეტულად კი იაფი ნარკოტიკები და ავღანური წარმოშობის იარაღი.