,სააკაშვილი-მერაბიშვილის ტვიქსი რევანშსს გეგმავენ", - განაცხადა ,,ქართული ოცნების' დეპუტატმა ოთარ ჩრდილელიმა პარლამენტში მიმდინარე სესიაზე და აღნიშნა, რომ მერაბიშვილსა და სააკაშვილს არაფერი გამოუვათ.
,,მინდა ვუპასუხო ვანო მერაბიშვილს, რომელიც ხერხემლიდან ციცერონად გადაიქცა და რომელიც ამბობს, რომ თურმე ოთხი წელი ვერ მოუცდის ამ მთავრობას. ამაზე გველაპარაკება ის ადამიანი, რომელმაც ცხრა წლის მანძილზე ცოდვის კალო დააყენა ქვეყანაში, რომელიც იქცა შიშის, ტერორიზმის, ჩაშვების სულის ჩამდგმელად. ვანო მერაბიშვილი, რომ ნარკოტიკების გაიაფებაზე ხმას ამოიღებს, მას ხომ არ ავიწყდება, რომ იმ ჯგუფის წევრია, რომელის მხედართმთვარი მახათას მთაზე ბარბაც-ბარბაცით მიბორძიკობდა", _განაცხადა ჩრდილელმა.