"იუთუბმა" ჩრდილოკორეული ვიდეორგოლი, სადაც აშშ-ის განადგურება იყო ნაჩვენები, წაშალა. ვიდეოს გახსნის მცდელობისას სერვისი იუწყება, რომ ვიდეორგოლი მფლობელმა წაშალა.
ამასთან, „ნიუ იორკ თაიმსი" იუწყება, რომ ვიდეორგოლი საავტორო უფლებების დარღვევის გამო წაიშალა და ეს გამომცემლობა Activision-ის მოთხოვნით მოხდა, რომელმაც თამაში Call Of Duty გამოუშვა.
საქმე იმაშია, რომ ჩრდილოკორეულ ვიდეორგოლში ამ თამაშიდან ფრანგმენტები იქნა გამოყენებული. როგორ მოხვდა ამერიკაში დამზადებული კადრები ანტიამერიკულ ვიდეოში, უცნობია. ამას გარდა, ვიდეოში გამოყენებული იყო ამერიკული სიმღერა, რომლის ავტორები მაიკლ ჯეკსონი და ლაიონელ რიჩი არიან.
აშშ-ის განადგურების შესახებ ვიდეო 2 თებერვალს აიტვირთა. კომენტარში მითითებული იყო, რომ „ეს ელის ბოროტების ბუდეს".