ისლამისტი მებრძოლების დანაკარგმა მალიში, ფრანგების მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, რამდენიმე ასეული ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანსპრესს" საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან ივ ლე დრიანმა განუცხადა.
მინისტრის თქმით, ისლამისტების განადგურება მოხდა, როგორც ავიადარტყმების შედეგად, ისე პირისპირ ბრძოლებისას ქალაქ კონაში და გაოში. ამგვარად, ფრანგულმა ძალებმა „დიდი ზარალი მიაყენეს ჯიჰადურ ტერორისტულ დაჯგუფებებს".
მცირე ხნით ადრე, ექსპერტები იუწყებოდნენ, რომ მალიში განადგურებული მებრძოლების რიცხვი სამი ათას ადამიანს აღწევდა. ფრანგული სამხედრო კონტიგენტი მალიში დაახლოებით ოთხი ათასი ჯარისკაცისგან შედგება. საფრანგეთის ერთადერთი დანაგარგი მთელი ოპერაციის მანძილზე, ჯერჯერობით, მხოლოდ ვერტმფრენის პილოტის დაღუპვაა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ფრანგულმა ძალებმა მალი მარტის დასაწყისში შეიძლება დატოვონ.
სამხედრო ოპერაცია მალიში მიმდინარე წლის 11 იანვარს დაიწყო. საფრანგეთს თხოვნით მალის ხელისუფლებამ მიმართა. მანამდე კი, 2012 წლის გაზაფხულზე, ქვეყანაში კონფლიქტი დაიწყო - სამხედროების დაჯგუფებამ შეიარაღებული გადატრიალების განხხორციელება ქვეყნის დედაქალაქ ბამაკოში სცადა.
გადატრიალებაში ტუარეგები და ისლამისტების დაჯგუფებები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც ამჟამად ქვეყნის ჩრდილოეთით მოქმედებენ. ფრანგების გარდა, ისლამისტების წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობა 1800-მა ჯარისკაცმა მიიღო, ჩადიდან. ამას გარდა, ფრანგული ძალები მებრძოლების თავშესაფრებზე ავიადარტყმებს განაგრძობენ. თავშესაფრები მთიან მასივში მდებარეობს და იქ შეფარებულ მებრძოლებს რამდენიმე ფრანგი ტყვეც ჰყავთ.