საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქსტატს შვედი სტატისტიკოსების მისია ეწვია.
შვედი სტატისტიკოსები ერთი კვირის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ ბიზნეს სტატისტიკის კვლევების შერჩევის მეთოდოლოგიის და პროცესების გაუმჯობესების საკითხებზე. ექსპერტები საქსტატის ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად იმუშავებენ იმ პრაქტიკულ მაგალითებზე, რომელიც ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოს მიერ განხორციელებული, შერჩევითი კვლევების პროებლემატიკასთანაა დაკავშირებული. აღნიშნული მიმართულებით ეს რიგით მეორე ვიზიტია ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოში.
საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.