მსოფლიო ლიდერებმა მოძრაობა "ჰესბოლა" ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა აღიარონ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ განაცხადა.
მისი თქმით, "ჰესბოლა" ტერორის კამპანიას მთელს მსოფლიოში ატარებს და მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყნაში ტერაქტებს გეგმავს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ბულგარეთის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ გასულ წელს საკურორტო ქალაქ ბურგასში მოხდარი ტერორისტული აქტი, რომლის დროსაც ისრაელის ექვსი მოქალაქე დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა ლიბანის რადიკალურ დაჯგუფების ორგანიზებული იყო.
ბულგარეთის პოლიციის ინფორმაცით, თვითმკლველი ტერორისტი "ჰესბილას" წევრი იყო.
ბულგარეთის ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებემდე, ისრაელმა ბურგასში მომხდარ ტერორისტულ აქტში "ჰესბოლა" და მისი "მთავრი სპონსორი" - ირანი დაადანაშაულა.
ისრაელის პრემიერის განცხადებით, ბულგარეთის პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიება ადასტურებს, რომ "ირანმა და "ჰესბოლამ" საერთაშორისო ტერორისტული ქსელი შექმნეს".
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების უმაღლესმა კომისარმა კეტრნ ეშტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბულგარეთის ხელისუფლების გამოძიების შედეგებს განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბრენანმა, რომელიც მალე ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისშეფად დაინიშნება, აღნიშნა, რომ "ორგანიზაცია "ჰესპოლა" ემუქრება არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს".