ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჯადმა სურვილი გამოთქვა, რომ გახდეს პირველი ადამიანი, რომელიც ირანის კოსმოსური პროგრამის საშუალებით კოსმოსში გაფრინდება. „მე მზად ვარ, გავხდე პირველი ირანელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით, კოსმოსში გაფრინდება", - განაცხადა აჰმადინეჯადმა მედიასთან საუბარში.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას, ირანმა გამოაცხადა, რომ წარმატებულად მოახერხა რაკეტა-თანამგზავრის კოსმოსში გაშვება, რომლის ბორტზეც მაიმუნი იმყოფებოდა. პრიმატი დედამიწაზე უვნებელი დაბრუნდა.
დასავლეთის ქვეყნები უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ირანმა, შესაძლოა, კოსმოსური პროგრამა შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად გამოიყენოს. ირანი ამ ხმებს კატეგორიულად უარყოფს. მაჰმუდ აჰმადინეჯანმა პირველად 2010 წელს განაცხადა, რომ ირანი ორბიტაზე პილოტირებული ხომალდის გაშვებას 2019 წელს გეგმავს.