ხვალ, 5 თებერვალს, საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა იწყება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო PR კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებს.
11:00 საათზე საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები ავტომანქანებში ჩაალაგებენ საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის საინფორმაციო ბუკლეტებსა და ბიულეტინებს.12:00 საათზე მედიის წარმომადგენლები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს" ეწვევიან. სასწავლო ცენტრის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ბერია ჟურნალისტებს რეკრუტების საცხოვრებელ პირობებს და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გააცნობს. 15:00 -საათზე საკონტრაქტო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე პრეს-კონფერენციას მართავს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, თამარ ქაროსანიძე, საკალათბურთო კლუბ „არმია"-ს კალათბურთელებთან ერთად, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებულ PR კამპანიას ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში გააგრძელებს.