ირანი სირიის ხელისუფლებას ეკონომიკურ მხარდაჭერას გაუწევს, მაგრამ დამასკო უცხოეთიდან სამხედრო დახმარებას არ საჭიროებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერთან" საუბარში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა.
„სირიის არმია საკმარისად მრავალრიცხოვანია, მათ არ სჭირდებათ მებრძოლები უცხოეთიდან. ჩვენ ვცდილობთ მათ ეკონომიკური მხარდაჭერა გავუწიოთ, ვაგზავნით ბენზინს, ხორბალს, ვცდილობთ მიეწოდოთ საკმარისი ელექტოენერგია, ერაყის გავლით, მაგრამ სამხედრო დახმარება არ განიხილება", - განაცხადა სალეჰიმ.
როგორც ცნობილია, ირანი იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა რიცხვში შედის, რომლებიც ბაშარ ასადის ხელისუფლებას მხარს უჭერენ. სირიაში შეიარღებული კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2011 წლის მარტში დაიწყო. გაეროს მონაცემებით, ამ დროისათვის დაღუპულია დაახლოებით 60 ათასი ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები