საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2013 წლის 1 თებერვალს ქ. ანკარაში (თურქეთი) ამერიკის შეერთებული შტატების მისიაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რომელიც მსხვერპლით დასრულდა და თანაუგრძნობს დაღუპულისა და დაშავებულთა ოჯახებს.
ქართული მხარე მკაცრად გმობს აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს და კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზადყოფნას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თურქეთთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, დაზიანდა მმნდებარე შენობები.
იმ ადგილას, სადაც აფეთქება მოხდა აშშ-ის საელჩის გარდა, განლაგებუულია კიდევ რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური მისია და სახელმწიფო დაწესებულებები.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო. მან თავი საელჩოსთან შესასვლელში აიფეთქა.