ქვეყანას კურსი არ უცვლია და ქვეყნის კურსის ცვლილებაზე ატეხილი აჟიოტაჟი რბილად რომ ვთქვათ ძალიან გადაჭარბებულია, - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას პოლიტიკური პარტია იმედის თავმჯდომარე ირინა სარიშვილი.
"ქვეყანას კურსი არ უცვლია, ვის უხარია ეს და ვის არა - ეს უკვე სხვა თემაა. ვფიქრობ რომ ქვეყნის კურსის ცვლილებაზე ატეხილი აჟიოტაჟი რბილად რომ ვთქვათ ძალიან გადაჭარბებულია. ის რომ საქართველოში "ОРТ" ჩაირთო ნამდვილად არ ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას და შესაბამისად არც კურსის ცვლილებას. მე რა თქმა უნდა, ვეყრდნობი მას ვისაც ეს ევალება - პირველ რიგში, საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ მინისტრის განცხადებებს. რაც შეეხება ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს - მე ამაზე კომენტირებისგან თავსაც შევიკავებ და მართალდ გითხრათ, არც შემიძლია, იმიტომ რომ ძალიან შორს დგას ეს განცხადებები პოლიტიკისგან, ძალიან ბელეტრისტიკულ ხასიათს ატარებენ და ძალიან ხშირ ემთხვევაში არის ურთიერთგამომრიცხავიც", _ აცხადებს ირინა სარიშვილი და აღნიშნავს, რომ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ დსთ-ში გაწევრიანებასთთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გარკვეულად ნიადაგის მოსინჯვაც იყო.
"ალბათ იყო ნიადაგის მოსინჯვა, ალბათ იყო რუსეთის მხრიდანაც გარკვეული გაფრთხილება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - არანაირი ცვლილება სტრატეგიულ კურსში ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას არ მოუტანია და არც შეიძლებოდა რომ მოეტანა, იმიტომ, რომ ქვეყნის კურსს განსაზღვრავს იგივე იდეოლოგიის, იგივე შეხედულებებისა და პლატფორმის ხალხი რაც იყო წინა ხელისუფლებაში, უბრალოდ სახელები და გვარებია შეცვლილი",_ აცხადებს სარიშვილი.
მისივე თქმით, ასეთი ტიპის აჟიოტაჟი ამ ეტაპზე, სწორედ კოალიცია ქართულ ოცნებას" აძლევს ხელს.
"ასეთოი ტიპის აჟიოტაჟი ნამდვილად ხელს აძლევს ამ ეტაპზე ივანიშვილის კოალიაცია "ოცნებას" იმიტომ, რომ უდიდესი რაოდენობა მათი ამომრჩევლის გარდა საშინაო პრობლემებისა ძალიან უკმაყოფილო იყო წინა ხელისუფლების მიერ და წინა ხელისუფლებას პირობითად ვამბობ რუსეთთან მოუგვარებელი ურთიერთობებით და ისევ ხაზგასმით ვამბობ, რომ "ОРТ" -ს ჩართვა, რომელიც აშშ-შიც აჩვენებს, ბალტიისპირეთშიც ქვეყნებში და საერთოდ მთელს დედამიწაზე არანაირად არ შეიძლება ნიშნავდეს, რაღაცა პრობლემის მოგვარებას, ისევე როგორც "ბორჯომისა" ან რომელიმე წყლის დაბრუნება რუსეთში",_ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ირინა სარიშვილი.