რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ ქართული ღვინის ღირებულება 300 რუსულ რუბლზე ნაკლები არ იქნება, ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. "ღვინო არ იქნებ იაფი ერთი ბოთლი 300 რუბლი ეღირება"- აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, დღეს შეხვედრები მოსკოვში გაიმართა. როგორც ცნობილია ქართული დელეგაცია უკვე შეხვდა რუსეთის მთავარ სანიტარს გენადი ონიშენკოს.