სამინისტრო დაბალ კრიმინოგენულ სიტუაციას ინარჩუნებს - ამის შესახებ განცხადება შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "რედისონ ბლუ ივერიაში" შს სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
"მიუხედავად უპრეცედენტო შეწყალებისა და განხორციელებული ამნისტიისა, სამინისტრომ შეინარჩუნა დაბალი კრიმინოგენული სიტუაცია და კიდევ უფრო აძლიერებს ამ კუთხით მუშაობას. გასულ კვირას, ვაშინგტონში ჩემი სამუშაო ვიზიტის დროს, ეს სტრატეგია პარტნიორებს გავაცანი. ამერიკელმა პარტნიორებმა მას მხარი დაუჭირეს და მისი განხორციელების გზაზე მხარდაჭერა აღვგიქვეს. ვსარგებლობ შემთხვევით და სამინისტროს სახელით მინდა მადლობა გადავუხადო მათ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
2013 წლის შსს განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტებია: სისტემის დეპოლიტიზება, ადამიანის უფლებების დაცვა, რესტრუქტურიზაცია, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, პოლიციელებისთვის ქცევის წესების რეგლამენტაცია, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ჩამოყალიბება და სხვა.