ბათუმში ველოსიპედებისთვის 12 ახალი ველოტერმინალი დაიდგა. ახალი ტერმინალები ბენზესა და აეროპორტის დასახლებებში, გორგილაძის, ხიმშიაშვილის (იუსტიციის სახლთან) და მელიქიშვილის (6 მაისის პარკთან) ქუჩებზე გადანაწილდა.
თორმეტივე ტერმინალის სამონტაჟო სამუშაოები დასრულებულია და სრული დატვირთვით მოქმედებს.
დღემდე ქალაქში მხოლოდ 10 ველოტერმინალი მოქმედებდა, რომლებიც ზღვისპირა პარკის გასწვრივ იყო დამონტაჟებული.
სამომავლოდ, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე კიდევ 8 ტერმინალი დაიდგმება.
მასალის გამოყენების პირობები