ფიდელ კასტრომ კუბის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და პირველად რამდენიმე თვის განმავლობაში, პუბლიკის წინაშე წარსდგა. კუბის სახელმწიფო ტელევიზიამ უჩვენა, თუ როგორ მივიდა 86 წლის ლიდერი საარჩევნო უბანზე, სადაც ერთი საათი სხვა ამომრჩევლებთან და ჟურნალისტებთან საუბარში გაატარა.
როგორც „ბი-ბი-სის" ჰავანის კორესპოდენტი იტყობინება, ფიდელი წელში მოხრილი იყო და საუბრობდა სუსტი, მაგრამ გასაგები ხმით. მისი თქმით, კასტროს მანქანას ხალხის ჯგუფი გარს შემოერტყა და ლიდერს სიხარულით მიესალმა.
კუბის ნაციონალური ასამბლეის არჩევნები ბევრი ფორმალობებით ხასიათდება: ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებამდე არ უშვებენ, ყველა კანდიდატი მმართველი კომუნისტური პარტიიდანაა, პარლამენტში კი 600-ზე მეტი დეპუტატია. ფიდელ კასტრომ, ავადმყოფობის შემდეგ, ხელისუფლება თავის ძმას, 81 წლის რაულ კასტროს გადააბარა.