დაახლოებით ორი ათეული პატიმარი, ბრაზილიის ციხიდან, სახელწოდებით „ვისენტე პირადიბე", რომელიც რიო-დე-ჟანეიროში მდებარეობს, საკანალიზაციო მილის საშუალებით გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
განსასჯელებმა კამერიდან გვირაბი გათხარეს, რომელიც საკანალიზაციო სისტემასთან ერთდებოდა და გაქცევა მოაწყვეს. მათგან მეოთხედი უკვე დაკავებულია. პოლიცია დანარჩენების ძებნას აგრძელებს, ასევე, მიმდინარეობს დაცვის დაკითხვა, რომლებიც გაქცევის მომენტში მორიგეობდნენ.
მიუხედვად იმისა, რომ „ვისენტე პირადიბეში" ეს პატიმრების გაქცევის პირველი შემთხვევაა, ადგილობრივმა მედიამ მომხდარში ციხის ადმინისტრაცია დაანადაშაულა. როგორც ირკვევა, ციხე, სადაც 1700 ადამიანი იხდის სასჯელს, გარკვეულ მომენეტში სათანდოდ დაცული არ არის და მხოლოდ ათი მორიგე მცველი ჰყავს. დაკავებული გაქცეულები სხვა ციხეში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც „ბი-ბი-სი" აღნიშნავს, ბრაზილიის უმრავლეს ციხეებში დაცვის სერიოზული პრობლემაა.
მასალის გამოყენების პირობები