სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი" ერთგული მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს განაგრძობს და ენერგეტიკული სასმელის „ბომბას" რეალიზაციას იწყებს. „ბომბა" ვიტამინებს (B2, B6, B12, C, E), სამკურნალო თვისებების მქონე გუარანას ექსტრაქტს და სხვა ისეთ ინგრედიენტებს შეიცავს, რომლებიც სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს და ენერგიით ავსებს მომხმარებელს. „ბომბა" დაახლოებით 60-მდე ქვეყაანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენერგეტიკული სასმელია.
„მოხარული ვართ, რომ „სმარტის" მომხმარებელს კიდევ ერთ ექსკლუზიურ პროდუქტს ვთავაზობთ. ენერგეტიკული სასმელი „ბომბა" გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით. ვიტამინების დანამატებით „ბომბა" დატვირთული დღის რეჯიმით დაღლილ მომხმარებლებს ახალ ენერგიას შემატებს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ „ბომბა" სახელწოდებას გაამართლებს და ძალიან პოპულარული და ყველასთვის საყვარელი ენერგეტიკული სასმელი გახდება", - აცხადებენ „სმარტში"
„სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს" 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
მასალის გამოყენების პირობები