ბრაზილიაში 150-ზე მეტი ღამის კლუბი, რესტორანი და ბარი დახურეს მას შემდეგ, რაც იქ უსაფრთხოების ზომების დარღვევები გამოვლინდა. 127 გასართობი ობიექტი დახურეს რიო დე-ჟანეიროში და კიდევ, რამდენიმე ათეული - სან-პაულოში და ბრაზილიაში.
ქვეყანაში ბარების და რესტორნების მასობრივი შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ სანტა-მარიაში, ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 236 ადამიანი დაიღუპა. ბრაზილიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლის აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ კლუბს უსაფრთხოების კარგი სისტემა ექნებოდა.