ეგვიპტის დედაქალაქში ოპოზიცია ხელახლა გამოვიდა ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე. გუშინ, პრეზიდენტის სასახლესთან პოლიციასთან შეტაკება მოხდა. დემონსტრანტებმა დაცვას ქვები და ბოთლები დაუშინეს, პოლიცია კი მათ დაშლას ცდილობდა, რის დროსაც ჰაერში გასროლა მოხდა.
პარასკევს, ათასობით ადამიანი ხელახლა გამოვიდა ეგვიპტის ქალაქებში, რათა უკმაყოფილება გამოთქვას პრეზიდენტ მოჰამედ მურსის და მოძრაობა „ძმები მუსულმანების" პოლიტიკური კურსის წინააღმდეგ. ოპოზიციის ლიდერები კვლავ მოუწოდებენ მოსახლეობას, შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქვეყნის მმართველ პარტიასთან შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ძალადობაზე უარის თქმის შესახებ.