"როდესაც უკრანაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა, რომელიც მოკლული და შემდეგ თავმოკვეთილი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეს ეხებოდა, მოსამართლემ სამუდამო პატიმრობა მისჯილ ბრალდებულს შს სამინისტროს ყოფილ გენერალს ალექსეი პუკაჩის ჰკითხა - გასაგებია თუ არა მისთვის ვერდიქტი, პუკაჩმა განაცხადა, რომ ის მისთვის გასაგები იქნება მხოლოდ მას შემდეგ რაც "კუჩმა და ლიტვინი აღმოჩნდებიან მასთან ერთად გისოსებს მიღმა", _ წერს "Der Spiegel"-ი და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმე უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას მიმართ ჯერ კიდევ 2011 წელს დაიხურა.
"საქმის მასალები კი, რომლებიც კუჩმას ბრალეულობაზე მეტყველებს "უკრაინსკაია პრავდის" მთავარი რედაქტორისა და პრეზიდენტის ღია კრიტიკოსის მკვლელობაში თანამონაწილეობის საქმეში საკმარისზე მეტია", _ წერს სტატიის ავტორი.
მისივე თქმით, თავად პუკაჩის მოწმობით, მან ღონღაძის ლიკვიდაციის ბრალდება არა ვინმესგან, არამედ უკრაინის მაშინდელი შს მინისტრისგან იური კრავჩენკოსგან მიიღო.
"თან ამ უკანასკნელმა, - აღნიშნავს ავტორი - ბრძანება "პრეზიდენტ კუჩმას სახელით გასცა".
"ეჭვი იმის შესახებ, კუჩმა კავშირშია ჟურნალისტის მკვლელობასთან, მომხდარი ფაქრიდან მალევე გაჩნდა. მალევე გამოჩნდა ლეონბიდ კუჩმას საუბრების ფარული ჩანაწერები, რომლებიც კუჩმას დაცის წევრმა ნიკოლაი მელნიჩენკომ გააკეთა.
მათზე კუჩმა იძლევა განკარგულებას "გაარკვიონ ღონღაძესთან" საქმე. ასევე გამოძიებასთან უკვე ვეღარ ითანამშრომლებს თავად უკრაინის ყოფილი შს მინისტრი კრავჩენკო. იგი 2005 წელს საკუთარ აგარაკზე თავში ორი ტუვიით იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, კრავჩენკომ თავი მოიკლა", _ წერს სტატიის ავტორი და აღნიშმავს, რომ კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დახურვის საბაბად დასახელდა ის, რომ ჩანაწერები უკანონო გზით იქნა მოპოვებული და საქმეში მტკიცებულებებად ვერ გამოდგებოდა. თუმცა მიუხედავად ამისა სწორედ ამგვარი ჩანაწერების არსებობა სულაც არ უშლის ხელს კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრის იულია ტიმოშენკოს თანამონაწილეობას ეხება 1996 წელს მომხდარი უკრაინელი დეპუტატის მკვლელობის საქმეში.