ჟურნალმა „ფორბსმა" რუსეთში ყველაზე მსხვილი კომერციული უძრავი ქონების მფლობელები დაასახელა. ლიდერობა რეიტინგში, 2012 წლის მონაცემებით, კომპანია „კიევსკაია პლოშადმა", მილიარდერებმა გოდ ნისანოვმა და ზახარ ილიევმა შეინარჩუნეს. უძრავი ქონების პირველი ობიექტი, რომელიც აზერბაიჯანელმა მეწარმეებმა, ნისანოვმა და ილიევმა დაარსეს, იყო „ელექტრონული ბაზრობა". მეწარმეებმა ის 1990 წელს გახსნეს, მას მოჰყვა სავაჭრო სახლი „მოსკოვი", სასტუმროების შესყიდვა და ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრის, „ევროპეისკოვოს" მშენებლობა.
მეორე ადგილზე „ფორბსმა" კომპანია „IKEA Мос" დაასახელა, რომელიც „იკეას" ჯგუფში შედის და იჯარით ფლობს სავაჭრო სახლს, „მეგას". ჯგუფი „იკეა" ინგვარ კამპრადს და მის ოჯახს ეკუთვნის. ავეჯის შვედური მწარმოებელი კომპანია რუსეთში 2000 წელს შევიდა და 2002 წელს ბიზნესის ახალი მიმართულება გახსნა. კომპანიას რუსეთში ეკუთვნის 14 სავაჭრო ცენტრი.
მესამე ადგილზე კომპანია „ტაშირი" გავიდა, რომლის მფლობელიც სამველ კარაპეტიანია. სავაჭრო ობიექტმა მას 720 მილიონი დოლარი მოუტანა. სამველ კარაპეტიანმა პირველი თანხა სომხეთში, 1990-იან წლებში გამოიმუშავა. შემდეგ გადავიდა კალუგაში. სადაც ჩართული იყო საბითუმო და ტექტილის ბიზნესში. ამ დროისათვის, „ტაშირი" მრავალპროფილიანი კომპანიაა, რომელიც დაკავებულია მშენებლობით, სხვადასხვა სახის ვაჭრობით და მრავალი მიმართულებებით. მის მსხვილ ობიექტებს ეკუთვის „ერევანი პლაზა".
რეიტინგის მეოთხე ადგილი ჯგუფმა „ბინმა" დაიკავა, რომელიც ძმებ მიხელ და საიტ-სალამ გუცერიევებს და მიკაილ შიშხანოვს ეკუთვნის. „ბინის" შემოსავლებმა იჯარისგან, 2012 წლის მონაცემებით, 550 მილიონი დოლარი შეადგინა. მის პორტფელშია: ბიზნეს ცენტრი „ჩაიკა პლაზა", სასტუმროები „მერიოტი" და „Holiday Inn", მრავალი სავაჭრო ფართები, ასევე, საცხოვრებელი სახლები მოსკოვის ცენტში. 2012 წელს ჯგუფმა 1 მილიარდ დოლარად იყიდა საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრისგან, ბიძინა ივანიშვილისგან დეველოპერული აქტივები, მრავალფუნქციური კომპლექსის, Summit-ის ჩათვლით ტვერსკზე, მოსკოვში.
მეხუთე ადგილზე Enka გავიდა, რომლის მფლობელები შარიკ და სინან ტარები არიან. თურქულმა კომპანიამ რუსეთში მუშაობა 1987 წელს დაიწყო. ის ერთადერთი კომპანიაა რუსეთში, რომელიც არა მხოლოდ აშენებს უძრავს ქონებას, არამედ, ექსპლუატაციას უწევს კიდეც მას.
რეიტინგის ათეულში მოხვდნენ იური და ალექსეი ხოტინების კომპანია „კომპლექსური ინვესტიციები", ალიხან და ამირან მუცოევების ჯგუფი „რეგიონები", არას აგალაროვის „ჯგუფი კროკუსი", იგორ ლეირისის „ადამანტი". ათეულს ასრულებს რუსეთში უძრავი ქონების მსხვილი მფლობელი კომპანია O1 Properties, რომლის მფლობელი ბორის მინცია. კომპანია მოსკოვში ბიზნეს-ცენტრებსაც ფლობს.