26 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, საავტომობილო ხიდის ცენტრალური ნაწილის ჩანგრევის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ფრანსპრესი" იუწყება.
ინციდენტი ხენანის პროვინციაში მოხდა. მოძრაობისას სატვირთო მანქანა აფეთქდა, ამან ფეიერვერკები გამოიწვია, რასაც ხიდის 80 მეტრიანი ნაწილის ჩანგრევა მოჰყვა. მინიმუმ 6 სატრანსპორტო საშუალება ხიდიდან გადავარდა და დაიმტვრა.
ხიდი, სადაც ინციდენტი მოხდა, 4400 კილომეტრიანი ავტოსტრადის ნაწილის წარმოადგენს. ავტოსტრადა ჩინეთს ყაზახეთთან აკავშირებს ყვითელ ზღვამდე. ეს ყველაზე გრძელ მაგისტრალად ითვლება ჩინეთში.
ამ დროისათვის, ჩინელები მთვარის კალენდრით ახალი წლისთვის ემზადებიან, რომელიც 10 თებერვალს უნდა დადგეს. ამ დღესასწაულზე, ბევრი ჩინელი ცდილობს თავის მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებში იყოს, რაც გზებზე მოძრაობის გადატვირთვას იწვევს. როგორც ჩანს სატვირთო მანქანა, რომელიც ხიდზე აფეთქდა, სწორედ სადღესასწაული ფეირვერკებით იყო დატვირთული.
მასალის გამოყენების პირობები