Facebook-ის მოგებამ, 2012 წლის მეოთხე კვარტალში 64 მლნ დოლარი შეადგინა, რაც პრაქტიკულად 5-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.
Facebook-ის ფინანსური ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ მეოთხე კვარტალში სოფიალურ ქსელში შემსვლელთა რაოდენობამ მობილური ტელეფონებიდან პირველად კომპანიის ისტორიაში ქსელში კომპიუტერით შემსვლელთა რაოდენობას გადაუსწრო.
იმავდროულად, მობილური რეკლამიდან შემოსავალმა 23%-ი შეადგინა, მაშინ როდესაც 2011 წლის მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14 %-ი იყო.
საერთო ჯამში, 2012 წელს Facebook-მა 53 მლნ დოლარის მოგება მიიღო, რაც 2011 წლის მონაცემებთან შედარებით 95 %-ით ნაკლებია.
მასალის გამოყენების პირობები