დღეს, 1-ელ თებერვალს აშშ სახელმწიფო მდივნი ჰილარი კლინტონი აღნიშნულ პოსტზე მუშაობას დაასრულებს. კლინტონმა დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ იგი ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ პოსტს დატოვებდა.
2012 წლის 21 დეკემბერს ბარაკ ობამამ სახელმწიფო მდივნად ჯონ კერის კადიდატურა დაასახელა. 30 იანვარს აშშ-ის სენატმა საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერი ქვეყნის სახელმწიფო მდივნად დაამტკიცა.
სენატორი ჯონ კერი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა დემოკრატიული პარტიიდან. იგი 8 წელია სენატის საერთაშორისო კომიტეტში საქმიანობს, მათგან 4 წელი კომიტეტის თავმჯდომარედ.