"ჯიპიაი ჰოლდინგს" ექიმების პასუხისმგებლობის დაზღვევა შემოაქვს. კომპანიის ინფორმაციით, პოლისი ითვალისწინებს საექიმო შეცდომებით გამოწვეული ფინანსური ზარალის კომპენსაციას, ასევე პოლისით კომპენსაციის ლიმიტი 50 ათასი ლარი იქნება. პოლისით დამატებით გათვალისწინებულია ასევე უმუშევრობის დაზღვევის კომპონენტიც.
"ჯიპიაი ჰოლდინგი" ახალი პოლისის - "ექიმთა პასუხისმგებლობის დაზღვევის" პრეზენტაცია 1-ელ თებერვალს, 12 საათზე გამართავს.
კომპანიის ინფორმაციით, პრეზენტაციას გამართავს "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი, პაატა ლომაძე. ხოლო მოწვეულ სტუმრებს შორის არიან: სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი, მედიაციის სამსახურის უფროსი სოფიო ლებანიძე, ჯანმრთელობისა და სოც. უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში და ასევე წამყვანი კლინიკებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.