,,წვევამდელების გაწვევის სისტემა უსამართლოა და ვეთანხმები თავდაცვის მინისტრს, რომ დღევანდელი სისტემა არ უნდა შენარჩუნდეს", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გორში თავდაცვის აკადემიის კურსანტებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ქვეყანა შეიარაღებულ ძალებს გაემიჯნოს.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ჯარისკაცის პროფესია ერთ-ერთი პრესტიჟულია და ის ,, ელიტის გულის გულია".
,,მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტში რამდენიმე ყოფილი ოფიცერია და მომდევნო პარლამენტში უნდა იყოს ძალიან ბევრი ყოფილი ოფიცერი, მთავრობაში უნდა იყვნენ ყოფილი ოფიცრები, პრესტიჟული უნდა იყო შვილების ჯარში გაშვება", _განაცხადა პრეზიდენტმა.