,,დიდი შეცდომა იქნება საქართველომ უარი თქვას სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე", _ განაცხადა პრეზიდენტმა გორში ეროვნული თავდაცის აკადემიის კურსანტებთან შეხვედრისას.
,,ვფიქრობ, და მინდა ვუთხრა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და ასევე მთავრობას დიდი შეცდომა იქნება საქართველომ უარი თქვას სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აშშ-თან შეთანხმება გვაქვს, ჩვენ ვნახეთ, რომ 2008 წელს შეიქმნა გარემოება როდესაც საქართველო სამხედრო ტექნიკის მოწოდების გარეშე აღმოჩნდა. არ შეიძლება ამაზე ხელის მოწერა", -განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, არ შეიძლება სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი ქართული კომპანია ,,დელტას" გაუქმება.