ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავმა  კატასტროფა განიცადა. ბორტზე 20 მგზავრი  და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. 
სამგზავტო ლაინერი "Challenger-200", რომელიც ავიაკომპანია "ავიაკომპანია SCAT" ეკუთვნოდა ალმა-ატის მახლობლად ჩამოვარდა. 
აეროპორტამდე და თვითმფრინავის დაშვებამდე სულ 5 კილომეტრი იყო დარჩენილი. 
წინსაწარი ინფორმაციით, ავარია ცუდმა ბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია, ამ რაიონში ძლიერი ნისლი იყო. კატასტროფის შედეგების გამოძიებისათვის უკვე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო  ჯგუფი.