მალიში კვლავ დაძაბულობაა. ბი-ბი-სის ცნობით, საფრანგეთის ჯარებმა , ექსტრემისიტი ილამისტების მიერ დაპყრობილი, მალის ისტორიული ქალაქი ტიმბუქტუ დაიკავეს.
საფრანგეთის სამხედრო მეთაურების განცხადებით, მათი ჯარიკსაცები,დარჩენილი მეამბოხე მებრძოლების შეპყრობის მიზნით, ქალაქის ქუჩებში პატრულირებას აგრძელებენ. მათივე ინფორმაციით, ამჟამად ტიმბუქტუ დაცულია. ფრანგული არმია მობილიზებულია მეამბოხეთა ბოლო სიმაგრის, კიდალის, ასაღებად.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო დონორთა კონფერენცია გაიხსნა ეთიოპიის დედაქალაქ, ადის აბებაში. აფრიკის კავშირი კი, რომელმაც დაასრულა სამიტი ქალაქში, იმედოვნებს, რომ კონფერენცია გაზრდის ფულად სახსრებს მემაბოხეთა წინააღმდეგ შექმნილი სამხედრო ძალის დასაფინანსებლად.