წყალდიდობა ავსტრალიაში. სტიქიამ ყველაზე მეტად ორი შტატი დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით წყალდიდობას უკვე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კვისლენდის შტატის ქალაქ ბუნდაბერგში მდინარის ადიდების შედეგად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. დატბორილია 2000-მდე საცხოვრებელი სახლი. სამაშველო სამსახურები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. სტიქიის რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ახალი სამხრეთ უელსის შტატში კი არსებობს იმის საფრთხე, რომ მდინარე კლარენსის ადიდების შედეგად ,მთლიანად დაიტბორება ქალაქი გრაფტონი.
ტროპიკულმა ციკლონმა ოსვალდმა, რომელმაც წყალდიდობა გამოიწვია, ამჟამად ქალაქ სიდნეის სამხრეთით გადაინაცვლა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში კვისლენდის შტატის სამხრეთით მომხდარმა წყალდიდობებმა, მათ შორის შტატის ცენტრალურ ქალაქ ბრისბანში, 35 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ათასობით სახლი დატბორა.