„ანონიმუსის" ჰაკერებმა ამერიკის შეერთებული შტატების პენიტენციალური კომისიის საიტი გატეხეს და მასზე ვიდეომიმართვა განათავსეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი" იუწყება. ჰაკერებმა აქცია ინტერნეტ-აქტივისტის, Reddit-ის დამფუძნებლის, აარონ შვარცის თვითმკვლელობის საქმეს მიუძღვნეს და აცხადებენ, რომ შვარცს თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს, მკვლელობის მიზეზი კი ის იყო, რომ მას არჩევანი წაუყენეს და შემდეგ თამაშიდან მოიშორეს.
ვიდეომიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ კომისიის საიტი აირჩიეს იმიტომ, რომ სწორედ მისი რეკომენდაციით აძლევენ თავს უფლებას პროკურორები, მოატყუონ მოქალაქეები და აუკრძალონ სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების ქონა. ვიდეორგოლში ქარაგმულად არის მითითებული, რიგი ამერიკული სასამართლოების საიდუმლო ქმედებების სავარაუდო გამოქვეყნებების შესახებაც.
„ანონიმუსის" ჰაკერებმა 14 იანვარს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საიტიც გატეხეს, რომლის ბიბლიოთეკიდან წიგნების უკანონო გადმოწერასაც ცნობილ პროგრამისტს ედავებოდნენ. ამასთან დაკავშირებით, საქმეც იყო აღძრული, რის გამოც 26 წლის ინტერნეტ-აქტივისტს 35 წლიანი პატიმრობა ელოდა, თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობდა.
მასალის გამოყენების პირობები