ავსტრალიაში რადიოგადაცემა დახურეს, რომელიც სკანდალის ცენტრში ლონდონის საავადმყოფოში ზარის განხორციელების შემდეგ მოექცა. ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება. ორი წამყვანი, რომლებმაც დეკემბერში საავადმყოფოში დარეკეს, სადაც ორსული კეიტ მიდლტონი იმყოფებოდა, უკვე მოხსნეს ეთერიდან, მხოლოდ სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, ისინი ამჟამად შვებულებაში იმყოფებიან.
გადაცემა „ჰოთ 30"-ის წამყვანებმა, რომელიც რადიოსადგურ 2Day FM-ზე გადის, თავისი სკანდალური სახუმარო გათამაშება 4 დეკემბერს მოაწყვეს. მელ კრეიგმა და მაიკლ კრისტიანმა მეფე ედუარდ მეშვიდის სახელობის საავადმყოფოში დარეკეს და დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორედ და მის მეუღლე, პრინც ფილიპად წარადგინეს თავი, რომლებსაც კეტრინის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებდათ. მსხვერპლი ინდური წარმოშობის მედდა, ჯასინტხა დალდანია გახდა, რომელმაც ოხუნჯების ზარს უპასუხა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ თავი მოიკლა.
მომხდარის გამო, წამყვანები და რადიო მკაცრი კრიტიკის ობიექტები გახდნენ. რადიოს ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ სალდანის ოჯახს 500 ათას ამერიკულ დოლარს გადაუხდის, კომპენსაციის სახით და სახუმარო სატელეფონო ზარებს შეწყვეტს, ხოლო ამ გადაცემის ნაცვლად, ეთერში სხვა ფორმატის პროგრამა გავა.