დუბაიში წყალქვეშა სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ, რომელიც მსოფლიოში სიდიდით პირველი იქნება. სასტუმრო Water Discus-ი პოლონურმა კომპანია Deep Ocean Technology (DOT)-მა, შვეიცარიული BIG InvestConsult AG-ს დახმარებით დააპროექტა.
წყალქვეშა სასტუმრო 2 ნაწილისგან იქნება შემდგარი, საიდანაც ერთი ნაწილი წყალქვეშ იქნება მოთავსებული, ხოლო მერე - წყალზემოთ. ეს ნაწილები ერთმანეთთან ხუთი „ფეხით" იქნება დაკავშირებული. მისიწქვეშა ნაწილი წყალში 10 მეტრის სიღრმეზე იქნება და მასში 21 ორადგილიანი სასტუმრო ნომრები განლაგდება. წყალქვეშა ნაწილში განთავსებული იქნება ასევე სპეციალური ადგილი დაივინგისათვის და ასევე წყალქვეშ იქნება მოთავსებული ბარი, რაც თავის მხრივ ტურისტების ინტერესის საგანი გახდება.