ბრაზილიის ქალაქ სანტა-მარიას ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 245-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ბი-ბი-სი ადგილობრივი ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.
ხანძარი ფეიერვერკს მოჰყვა, რის შემდეგაც კლუბში პანიკა დაიწყო. მსხვერპლთა უმეტესობა კვამლისგან გაიგუდა. დიდია ჭყლეტაში დაღუპულთა რაოდენობაც.
დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან.
მოხდარის გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა ჩილეში სამუშაო ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა.