ეგვიპტის არმიის დანაყოფები და ტანკები ქალაქ სუეცის ქალაქის ქუჩებში შეიყვანეს იმისათვის რათა თავიდან იქნეს აცილებული არეულობები, რომლებითაც გამორჩეულია მუბარაქის რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლების დაწყების ორი წლისთავი.
ოპოზიციონერი დემონსტრანტებისა და პოლიციის შეთაკების შედეგად უკვე შვიდი ადამიანია დაღუპული. მათ შორის აქციის ექვსი მონაწილე და ერთი პოლიციელი. დაზარელბულია 400 ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
"მესამე არმიას ვთხოვეთ ჩვენთან დამატებითი ძალა გამოეგზავნა, მანამ ვიდრე ამ რთულ პერიოდს არ გავივლით", - აცხადებს სუეცის უსაფრთხოების სამსახურის მეთაური ადელ რეფატი.
არეულობების შესახებ ასევე ვრცელდება ინფორმაციები ქაიროდან და ალექსანდრიიდან. ქალაქ ისმაილში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარტია "ძმებ -მუსულმანების" ოფისი დაწვეს.
ამავდროულად ტაჰრირის მოედანზე ადამიანთა ტავშეყრა დაიწყო. დემონსტრანტებმა მოედანზე ორი წლის წინ დემონსტრაციების დროს დაღუპულთა ფოტოსურათები გამოფინეს.
"ჩვენი რევოლუცია გრძელდება. ჩვენ უარს ვაცხადებთ, რომელიმე ერთი პარტიის დომინირებაზე ჩვენს სახელმწიფოზე. ჩვენ ვეუბნებით "არა"-ს "ძმებ -მუსულმანების" სახელმწიფოს",_ აცხადებს მემარცხენეთა პოლიტიკური ლიდერი ჰამდინ საბახი. მოენადზე შეტაკებებიც მოხდა. ეგვიპტის სხვა ქალაქებში არანაკლებ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.