ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა პოკერის ონლაინ ტურნირი მოიგო. ნადალმა, 48 მონაწილეს შორის, პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირში მონაწილეობისათვის შესატანი თანხა სულ 10 ევრო იყო, ხოლო გამარჯვებულმა ნადალმა 152,4 ევრო მოიგო. ტურნირი ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შესახებ OnlinePoker.net იუწყება.
26 წლის სპორტსმენმა ულიმიტო ტეხასური ჰოლდემი ითამაშა, რომელიც პოკერის ნაირსახეობაა. ნადალმა ონლაინ პოკერ ტურნირი პირველად მოიგო.
2012 წლის ზაფხულში, ნადალმა კომპანია PokerStars-თან კონტრაქტი გააფორმა, რომლის ეგიდითაც მრავალრიცხოვანი ონლაინ ტურნირები ტარდება. რაც შეეხება ჩოგბურთს, რაფაელ ნადალი მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს. მან მუხლის ტრამვის გამო ავსტრალიის ღია ჩემპიონატი გამოტოვა. კორტებზე დაბრუნებას ესპანელი მიმდინარე წლის თებერვალში შეძლებს.