,,ცეზარ ჩოჩელი ერთ-ერთი ყველაზე პატრიოტი ადამიანია", -განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე  ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა  მდივანმა  ივანე მერაბიშვილმა  მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის დაკავების კომეტირებისას
" ცეზარ ჩოჩელი ეხმარებოდა საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი და დაღუპული ადამიანების ოჯახებს.  რეალური დამხმარე და პატრონი იყო ახალგორიდან დევნილი ჩვენი თანამოქალაქეების", - განაცხადა ჟურნალისტებთან  მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ჩოჩელის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდება  სასაცილოა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ცეზარ ჩოჩელი გუშინ დააკავეს.