,,ის, რომ ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერი არ არის არ ნიშნავს, რომ მუშაობას აღარ აგრძელებს", -განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ირაკლი ალასანიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ალასანია მთავრობის წარმატებული წევრია. 
,,ის, რომ ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერი არ არის არ ნიშნავს, რომ მუშაობას აღარ აგრძელებს. პირიქით ის არის  საქართველოს მთავრობის წარმატებული წევრი", -განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ კოალიცია  საპრეზიდენტო კანდიდატს ერთობლივი კონსულტაციების შედეგად დაასახელებს. 
შეგახსენებთ, რომ  ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება შეუწყვიტა.