სირიის პრეზიდენტმა ბასარ ასადმა გაეროსა და არაბული სახელმწიფოების ლიგის სპეციალურ წარმომადგენელთან სირიის საკითხებში ლახდარ ბრაჰიმთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამბოხებულებთან ბრძოლის გზაზე მას ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის ვერც ის თუ ამისათვის ქვეყნის დედაქალაქის განადგურება დასჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული გაზეთი "Asharq Alawsat"-ი ავრცელებს.
ბრაჰიმმა მოუწოდა ასადს თავისი ნებით დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა, ვინაიდან ოპოზიციის გამარჯვების ფასი შესაძლოა დამასკოს სრული განადგურება აღმოჩნდეს. ასადმა კი უპასუხა, რომ ომს მოიგებს იმ შემთხვევაშიც კი თუ დამასკოს გაანადგურებენ.
მასალის გამოყენების პირობები