ერაყის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარმა აფეთქებამ 42 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აღნიშნული ინციდენტი ადგილობრივ მეჩეთთან სამგლოვიარო პროცესიაზე მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით "ფრანს პრესი" ავრცელებს".
სამართალდამცავების ინფორმაციით, ტერორისტმა -თვითმკვლელმა თავი შიიტურ მეჩეთთან აიფეთქა. პოლიციის მონაცემებით, აღნიშნული აფეთქება ოა უმსხვილეს ისლამურ საზოგადოებას სუნიტებსა და შიიტებს შორის არსებული დაპირისპირების შედეგია.
აღსანიშნავია, რომ 1997 წლის აღწერის მონაცემებით ერაყის მოსახლეობის 66 % შიიტები არიან ხოლო 34 % სუნიტები.
სადამ ჰუსეინის დროს ქვეყანაში გაბატობენული მდგომარეობა სუნიტებს ეკავათ, მისი რეჟიმის დამხობის შემდეგ კი სინიტები შიიტებმა ჩაანაცვლეს. სწორედ მათი რიგებიდანაა ქვეყნის ახლანდელი პრემიერ-მინისტრი.